უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები სამუშაო მაგიდებისთვის
- ელექტროხელსაწყოს რეგულირებამდე ან აქსესუარების გამოცვლამდე, გამოაერთეთ ჩანგალი როზეტიდან ან ამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ელექტროხელსაწყოს გაუთვალისწინებელი ჩართვა შეიძლება გახდეს უბედური შემთხვევის მიზეზი.
- ელექტროხელსაწყოს დამონტაჟების წინ სწორად ააწყეთ სამუშაო მაგიდა. სწორი აწყობა მნიშვნელოვანია ჩამონგრევის რისკის თავიდან აცილებისთვის.
- გამოყენების წინ საიმედოდ დაამაგრეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მაგიდაზე. ელექტროხელსაწყოს გადაადგილებას სამუშაო მაგიდაზე შეუძლია მართვის დაკარგვის გამოწვევა.
- დააყენეთ სამუშაო მაგიდა მყარ, სწორ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე. თუ სამუშაო მაგიდა გადაადგილდება ან მერყეობს, შეუძლებელი იქნება თანაბარი და საიმედო ნამზადის უზრუნველყოფა.
- არ გადატვირთოთ სამუშაო მაგიდა და არ გამოიყენოთ ის მაგიდის ან ხიდის სახით. ზედმეტი დატვირთვა ან სამუშაო მაგიდაზე დგომა იწვევს სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას და გადაყირავებას.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ტრანსპორტირებისას და მუშაობის დროს ყველა ქანჩი და შემაერთებელი ელემენტები საიმედოდ იყოს დამაგრებული. მოშვებული სამაგრები იწვევს მერყეობას და უზუსტი ხერხვას.
- დაამონტაჟეთ და მოხსენით ელექტროხელსაწყო მხოლოდ ტრანსპორტულ პოზიციაში (ინფორმაცია ტრანსპორტირების პოზიციაზე იხ. ელექტროხელსაწყოს ექსპლუატაციის შესაბამის სახელმძღვანელოში). წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროხელსაწყოს სიმძიმის ცენტრი შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო ადგილას, და თქვენ ვერ შეძლებთ მის საიმედო დამაგრებას.
- გამოიყენეთ ელექტროხელსაწყო, მხოლოდ დაზგის სამონტაჟო პლასტინაზე დამაგრების შემდეგ. სამონტაჟო პლასტინა ელექტროხელსაწყოთი შეიძლება დამაგრებულ იქნას მხოლოდ დაზგაზე, წინააღმდეგ შემთხვევში ის შეიძლება აყირავდეს.
- დარწმუნდით, რომ გრძელი და მძიმე ნამზადები არ არღვევს სამუშაო მაგიდის პოზიციას. გრძელი და მძიმე ნამზადი საჭიროებს მის ქვემოთ საყრდენის ან რამის შედებას.
- სამუშაო მაგიდის დაპატარავებისას ან დაგრძელებისას თითები შორს გეჭიროთ სასახსრე წერტილებიდან. შესაძლოა თითების დაზიანება.